იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

Sunday, August 26, 2012

1.პროექტის სახელწოდება:
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.წარსული და მომავალი.
2. პროექტის მთავარი იდეა
საზღვარგარეთ არსებული ისტორიული ძეგლების გაცნობა და მათი ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასმა.
3.პროექტის აქტუალობა:
საქართველოს ფარგლებს გარეთ მრავლადაა ქართული ისტორიული ძეგლები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ეს მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს მფლობელობაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. თუმცა საქართველოში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქვეყნის დაყოფამ სამეფო-სამთავროებად გამოიწვია ჩვენთვის მნიშვნელოვანი სულიერი, კუტურული და ისტორიული ძეგლის დაკარგვა. ამ მომენტიდან მუდმივად დგას ჯვრის მონასტრის საქართველოს მფლობელობაში დაბრუნების საკითხი.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაეცნონ ჯვრის მონასტრის ისტორიას, აწარმოონ კვლევა, მოიძიონ ინფორმაცია. განსაზღვრონ აღნიშნული ძეგლის ისტორიული მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ცხოვრებაში.
5.მონაწილეთა ასაკი:
მე-9,მე-10 კლასი
6.ვადები/ხაგრძლივობა:
3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან საზვარგარეთ არსებულ ისტორიულ ძეგლებს.ჯვრის მონასტრის დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება,რათა მოუფრთხილდნენ და დაიცვან კულტურული ძეგლები. ასევე წყაროების და დოკუმენტური მასალის მოძიება, ანალიზი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტრნეტი, ბიბლიოთეკა, პროგრამა google დედამიწა, ეროვნული არქივი. დოკუმენტური მასალა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მინი ლექცია, ჯგუფური მუშაობა, ფოტო გამოფენა, კონფერენცია. სლაიდ შოუ.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა.
11.პროექტის ხელძგვანელი (მასწავლებელი)
გაგა ედიბერიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ediberidzegaga@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი  ediberidzegaga.blogspot.com

No comments:

Post a Comment